вторник, 9 декабря 2008 г.

ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკი

პროექტის ხელმძღვანელი: თეა ავლოხაშვილი
/გეოგრაფიის პედაგოგი/

მონაწილენი: 9 კლასის მოსწავლეები -

მარიამ ჭელიძე, ნინო აბრამიშვილი, სოლომონ გუჩმაზაშვილი,
თეონა პაპუაშვილი, მაგდა შაკიაშვილი; .

ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკი მდებარეობს საქართველოს ცენტრალურ ნაწილში და წარმოადგენს მცირე კავკასიის ნაწილს. ეს პარკი ერთ-ერთი უდიდესია ევროპაში - იგი 76 000 ჰექტარზე მეტს მოიცავს, რაც საქართველოს ფართობის თითქმის 1%-ს შეადგენს.
მთის ტყეების დიდი ნაწილი შემორჩენილია ხელუხლებელ მდგომარეობაში. მრავალრიცხოვანი ენდემური და რელიქტური ფლორის ნიმუშები, აგრეთვე ფაუნის იშვიათი წარმომადგენლები შეგიძლიათ იხილოთ ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკის ტყეებში, მის სუბალპურ და ალპურ მდელოებზე.




დაცული ტერიტორიების ისტორია საქართველოში შუა საუკუნეებიდან იწყება. ეს იყო ძირითადად მეფეთა და ადგილობრივ ფეოდალთა სამონარირეო ადგილები. გარემოს დაცვის ახალი ეტაპი დაიწყო მეცხრამეტე საუკუნიდან, როდესაც საქართველომ დამოუკიდებლობა დაკარგა და რუსეთის იმპერიის ნაწილი გახდა. 1862 წელს ამიერკავკასიაში მეფის ნაცვლად დაინიშნა რუსეთის მაშინდელი იმპერატორის ძმა მიხეილ რომანოვი. მას ძალიან მოეწონა ბორჯომის თვალწარმტაცი ხეობა და იქ საზაფხულო რეზიდენციის აშენება გადაწყვიტა. 1871 წელს რუსეთის ხელმწიფე ალექსანდრე II-მ ძმას მთელი ბორჯომის ხეობა აჩუქა. მალე მიხეილ რომანოვმა ტყის დიდი ნაწილი შემოღობა და უნებართვოდ ხე-ტყის მოჭრა და ნადირობა აკრძალა. ას წელზე მეტი ხნის ბობოქარი ისტორიის გავლის შემდეგ ბორჯომ-სარაგაულის დამაარსებლებმა მიხეილ რომანოვის მიერ შექმნილი დაცული ტერიტორია კავკასიის რეგიონში პირველი ეროვნული პარკის დაარსების საფუძვლად გამოიყენეს.







ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკის შეიქმნა ველური (პირველყოფილი) ბუნების მრავალფეროვანების, განსაკუთრებით კი მისი მთის ხელუხლებელი ტყეების დასაცავად. ეროვნული პარკის ჩრდილოეთის ნაწილში (ხარაგაულის რაიონი) ლაშქრობისას თქვენ მოხვდებით შერეულ ფართოფოთლოვან ტყეში, რომელსაც ქმნან ძირითადად წაბლი, წიფელყ და რცხილა. მათში შერეულია მურყოვანი, ცაცხვი, კოლხური მუხა და ზოგიერთი სხვა. მარადმწვანე ქვეტყე წარმოდგენილია დეკით, წყავით და სხვებით. ისინი კოლხურ ტყეს მკვეთრად გამოკვეთილ სუბტროპიკულ ხასიათს აძლევენ. 1400 მეტრის სიმაღლეზე ტყის სარტყლის შუა საფეხურზე გავრცელებულია წიფლნარი. ძედა საფეხურზე კი გაბატონებულის შერეული ფართოფოთლოვან-წიწვობანი ტყეები.




ოქტომბრის ბოლოსა და ნოემბრის დასაწყისში პარკის ეს ნაწილში განსაკუთრებით თვალწარმტაცია. ეროვნული პარკის სამხრეთ ნაწილში კოლხეთის ფლორის ელემენტები მეტად შეზღუდულია. აქ განვითარებულია ქართული მუხის და ფიჭვის ტყეები. სუბალპურ სარტყელში მოხვედრილი ვიზიტორი (1800-2200მ) იხილავს სუბალპურ ტყეებს და დეკის ქვეტყეს, სუბალპურ მდელოებს, რომლებიც განსაკუთრებით ფერების მრავალსახეობით გამოირჩევა და სუბალპური მაღალბალახეულობას. შემორჩენილია აგრეთვე მთის დეკა, მთის მუხის ტყეები და ნაძვნარი.








ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკი კარგადაა
ცნობილი თავისი კოლხეთისა და კავკასიისათვის
დამახასიათებელი მდიდარი და მრავალფეროვანი
ფაუნით, ეროვნული პარკის ტერიტორიაზე ფართოდაა
წარმოდგენილი როგორც ტყის მცენარეულობა, ასევე
სამხრეთ კავკასიის სუბალპინური მდელოები. პარკში
ლაშქრობისას შეიძლება შეხვდეთ და დააკვირდეთ ჩიტებს,
მაგალითად ენდემურ კავკასიურ შავ როჭოს
(Lyrurus / Tetrao mlocosiewiczi). ეროვნული პარკის
ტერიტორიას გადამფრები ფრინველების გზა კვეთს.
გაზაფხულზე და შემოდგომით შეგიძლიათ იხილოთ
ყვითლად შეფერილი ფუტკრიჭამიას გუნდი ხელუხლებელ
ტყეებში ცხოვრობს მურა დათვი, მგელი, ფოცხვერი,
კავკასიური კეთილშობილი ირემი და არჩვი.



ეროვნული პარკის ეს მრავალფეროვნება მნახველთაგან
გაფრთხილებას მოითხოვს - ყველა მცენარეს და ცხოველს
კანონი იცავს! ეროვნული პარკი კულტურულ
ლანდშაფტებში გადაშენებული ბევრი სახეობისათვის
ერთადერთ თავშესაფარს წარმოადგენს. მკაცრად
იკრძალება ნადირობა და მცენარეების შეგროვება.
გთხოვთ, თქვენი მოქმედებით არ დააფრთხოთ
ცხოველები და არ დააზიანოთ მცენარეები.


ეროვნული პარკის ვეგეტაცია მნახველებს მრავალ სასიამოვნო
სიურპრიზს პირდება და საშუალებას აძლევს, დატკბეს ბუნების მრავალფეროვნებით.




ეროვნული პარკის ჩრდილოეთ ნაწილში (ხარაგაულის რაიონი)
400-1800 მეტრის სიმაღლეზე დომინირებს კოლხური ტყის
მცენარეულობა. კოლხური ტყის თავისებურებაა ტყის
საბურველქვეშ განვითარებული მარადმწვანე ბუჩქები:
შქერის, ძმერხლის, ბაძგის და სხვა ქვეტყე.
მნახველებისათვის განსაკუტრებით შთამბეჭდავია
ეროვნული პარკის მონახულება აზაფხულზე დეკის
ყვავილობის დროს. 200 მეტრის სიმაღლეზე თქვენ
მოხვდებით სუბალპურ მდელოებზე. მათი შემქმნელი
სახეობებია: კავკასიური კურდღლისფრჩხილა, ბაია,
მარმუჭა, ფრინტა და სხვა. ეროვნული პარკის ყველაზე
მაღალ ადგილას, სამეცხვარეოს მთაზე 2642 მეტრის
სიმაღლეზე შეგიძლიათ დატკბეთ ალპური მდელოების
მრავალფეროვანი მცენარეებით ივლისსა და აგვისტოში.


ეს თვალწარმტაცი ადგილები მნახველისაგან სათუთ ოპყრობას
მოითხოვს - მცენარეებს კანონი იცავს. მათი დაზიანება ან
შეგროვება სასტიკადაა აკრძალული.
ეროვნული პარკის სალაშქრო ბილიკების ქსელი საშუალებას
იძლევა მოეწყოს როგორც ერთდღიანი ასევე რამდენიმე
დრიანი ტურბი. ბილიკების სიმაღლე მერყეობს 800 დან
2642 მ სიმაღლემდე. გირჩევთ ლაშქრობას ეროვნული პარკის გიდთან ერთად.


გადაიწერე ტურისტული მარშრუტები სრულ ზომაში (JPEG image, 2048x1500px, 686 Kb)
ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკის ტყეებში 2008 წლის აგვისტოში რუსეთის აგრესიის შედეგად გაჩენილი ხანძრის სავარაუდო კლიმატის ცვლილებები.
2008 წლის აგვისტოში ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნულ პარკსა და მიმდება

რე ტყეებში რუსეთის ავიაციის მიერ გამოწვეულმა ხაძარმა ხანძრის

კერებში არსებული წიწვოვანი ტყის [ფიჭვნარ-ნაძვნარ-სოჭნარი]მასივები წინასწარი მონაცემებით თითქმის 100%-ით განადგურდა.კლიმატის ცვლილებასთან დაკავშირებით უნდა ითქვას,რომ ადგილი აქვს გლობალური გარემოსათვის მიყენებულ ორმაგ ზარალს:
1. მოხდა ატმოსფეროში იმ ნახშირბადის ემიტირება,რომელიც მარაგის სახით იყო აკუმულირებული არსებულ ფართობზე.
2. მოისპო არსებული სითბური გაზების შთანთქმის წყარო,რაც მნიშვნელოვან ზარალს იძლევა გრძელვადინ პერპექტივაში.
ცნობილია,რომ ტყე დიდ როლს ასრულებს,როგორც aდგილობრივი ისე რეგიონალური და გლობალური კლიმატური პირობების ჩამოყალიბების პროცესში.
ტყე ადამიანისა და ცხოველის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საარსებო

გარემოა.იგი უშუალოდ მონაწილეობს ბუნებრივ პროცესებში და მათ მსვლელობაში.როგორც მოგეხსენებათ,იგი წარმოადგენს ჟანგბადის

და ნახშირორჟანგის მნიშვნელოვან წყაროს (სუნთქვა და ფოტოსინთეზი) და მისი განადგურება,ბუნებრივია რიგ ცვლილებებს გარემოში,რაც უარყოფითად აისახება ნებისმიერ ცოცხალ ორგანიზმზე,კლიმატზე,რეკრეაციაზე და სხვა.

ტყე ატმოსფეროდან შთანთქავს დიდი რაოდენობით ნახშირორჟანგს და გამოყოფს ჟანგბადს,ხოლო დარჩენილ ნახშირბადს აგროვებს ბიომასის სახით.აღნიშნულმა ხანძარმა არა მარტო ამჟამად არსებულ ბიომრავალფეროვნებას მიაყენა ზიანი და რეგიონალურ კლიმატის ცვლილებას შეუწყო ხელი,არამედ პროვოცირება გაუკეთა მომავალ გლობალურ კლიმატურ ცვლილებებს. ზემოაღნიშნულმა ეკოციდმა ორმაგი ზარალი მიაყენა საქართველოს და მის ტყეებს.ზარალი იმდენად მნიშვნელოვანია,რომ მის აღდგენას ათწლეულები დასჭირდებ,რათა დაუბრუნდეს პირვანდელი ან მსგავსი ეკოსისტემის სახეს.

ხანძრის შემდგომ მოსალოდნელი უარყოფიტი მოვლენები
მცენარეების და ცხოველების განადგურება ჰიბიტატების რღვევაა:
დამახასიათებელი მერქნიანი სახეობების ფართობების შემცირება;
წვრილიდა მსხვილი ძუძუმწოვრების (ჩლიქოსნების და მტაცებლების),
ფრინველების და უხერხემლოების ჰაბიტატების რღვევა;
იშვიათი და გადაშენების პირას მისული სახეობების რიცხოვნოვის
შემცირება;
კვებითი ჯაჭვის რღვევა;
ნიადაგების ეროზიისა და ღვარცოფების გაჩენის საშიშროება:
როგორც მოგეხსენებათ, მცენარეები საშუალებით ასრულებენ
წყალმარეგულირებელ,კლიმატწარმოქმნელ და ნიადაგდაცვით ისინი
ნიადაგს ეროზიისგან იცავენ, ვინაიდან მათი ღრმად გადგმული ფესვები იძლევა საშუალებას გაამაგროს ნიადაგი
ხანძარმა მასიურად გაანადგურა წაქცეული, მოტეხილი და ფეხზე მდგომი ხეები. ცეცხლმა მათ ფესვებშიც ჩააღწია და გაანადგურა აგრეთვე ბალახოვანი საფარი და ჰუმუსი, რაც იმაზე მეტყველების, რომ ზვავსაშიშროებამ იმატა, და იქ ფაქტიურად აღარ არსებობსმისი შემაჩერებელი ფაქტორები. აღსამიშნავია, რომ ხანძრები გაჩნდა ძლიერ დაქანებულლ ფერდობებზე.
საქათველოს ტერიტორიაზე არსებული CO2 შთანთქმის წყაროს შემცირება და ატმოსფეროში ჟანგბადის შემცირება:
ცნობილია, რომ მცენარეების ძირითადი სასიცოცხლო ფუნქციებია -სუნტქვა და ფოტოსინტეზი. ამ პროცესებში უშუალოდ ატმოსფეროდან ჟანგბადი და ნახშიროროჟანგი იღებს მონაწილეობას. აღსანიშნავია, რომ მცენარეები, როგორც ჟანგბადის, ისე ნახშირორჟანგის შთანთქმის და გამოყოპის მნიშვნელოვანი წყაროა. სათანადოდ ატმოსფეროში ნახშირორჟანგის დაგროვება არასასურველია ცოცხალი ორგანიზმებისთვის. ტყის განადგურებული ფართობი საკმაოდ დიდი რაოდენობის ნახშირორჟანგის მშთანთქმელიიქნებოდა. ტყის ამ მასივების აღდგენას კი ათწლეულები სჭირდება და ამასობაში ატმოსფეროში ნახშირორჟანგის ჭარბი რაოდენობა გროვდება, ხოლო ჟანგბადის რაოდენობა მცირდება.

ატმოსფერული სითბური გაზების (CO2,CH4) გაფრქვევა, მომწამვლელი ნივთიერებების წარმოშობა და შესაძლო რადიაციული ფონის შეცვლა დღემდე დაუდგენელი ასაფეთქელებელი საშუალებით ტყის ეკოსისტემის წვის შედეგად წარმოიქმნება უამრავი სითბური გაზები (CO2, CH4, C2H4, და სხვა),მომწავლელი ნივთიერებები, რომლის ჭარბი რამოდენობით დაგროვებაატმოსფეროსა და ნიადაგში არასასურველია ცოცხალი ორგანიზმებისათვის.
მიწისქვეშა წყლების აღდგენისა და კვების რეჟიმის რღვევა
ხანძრის შემდგომ წარმოშობილი ნაერთები ნიადაგში წვიმის წყალსა და გრუნტის წყლებს შეერევა და წყლის შემადგენლიბას შეცვლის როგორც მოგეხსენებათ, ბორჯომის რაიმონი გამორჩეულია მინერალური სიმდიდრით და ზემო აღნიშნულმა პროცესებმა შესაძლოა გარკვეული პრობლემები შეუქმნას მინერალურ წყლებს, სასმელ წყლებს,