/გეოგრაფიის პედაგოგი/
მონაწილენი: 9 კლასის მოსწავლეები -
მარიამ ჭელიძე, ნინო აბრამიშვილი, სოლომონ გუჩმაზაშვილი,
თეონა პაპუაშვილი, მაგდა შაკიაშვილი; .
ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკი მდებარეობს საქართველოს ცენტრალურ ნაწილში და წარმოადგენს მცირე კავკასიის ნაწილს. ეს პარკი ერთ-ერთი უდიდესია ევროპაში - იგი 76 000 ჰექტარზე მეტს მოიცავს, რაც საქართველოს ფართობის თითქმის 1%-ს შეადგენს.
მთის ტყეების დიდი ნაწილი შემორჩენილია ხელუხლებელ მდგომარეობაში. მრავალრიცხოვანი ენდემური და რელიქტური ფლორის ნიმუშები, აგრეთვე ფაუნის იშვიათი წარმომადგენლები შეგიძლიათ იხილოთ ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკის ტყეებში, მის სუბალპურ და ალპურ მდელოებზე.
დაცული ტერიტორიების ისტორია საქართველოში შუა საუკუნეებიდან იწყება. ეს იყო ძირითადად მეფეთა და ადგილობრივ ფეოდალთა სამონარირეო ადგილები. გარემოს დაცვის ახალი ეტაპი დაიწყო მეცხრამეტე საუკუნიდან, როდესაც საქართველომ დამოუკიდებლობა დაკარგა და რუსეთის იმპერიის ნაწილი გახდა. 1862 წელს ამიერკავკასიაში მეფის ნაცვლად დაინიშნა რუსეთის მაშინდელი იმპერატორის ძმა მიხეილ რომანოვი. მას ძალიან მოეწონა ბორჯომის თვალწარმტაცი ხეობა და იქ საზაფხულო რეზიდენციის აშენება გადაწყვიტა. 1871 წელს რუსეთის ხელმწიფე ალექსანდრე II-მ ძმას მთელი ბორჯომის ხეობა აჩუქა. მალე მიხეილ რომანოვმა ტყის დიდი ნაწილი შემოღობა და უნებართვოდ ხე-ტყის მოჭრა და ნადირობა აკრძალა. ას წელზე მეტი ხნის ბობოქარი ისტორიის გავლის შემდეგ ბორჯომ-სარაგაულის დამაარსებლებმა მიხეილ რომანოვის მიერ შექმნილი დაცული ტერიტორია კავკასიის რეგიონში პირველი ეროვნული პარკის დაარსების საფუძვლად გამოიყენეს. |
ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკის შეიქმნა ველური (პირველყოფილი) ბუნების მრავალფეროვანების, განსაკუთრებით კი მისი მთის ხელუხლებელი ტყეების დასაცავად. ეროვნული პარკის ჩრდილოეთის ნაწილში (ხარაგაულის რაიონი) ლაშქრობისას თქვენ მოხვდებით შერეულ ფართოფოთლოვან ტყეში, რომელსაც ქმნან ძირითადად წაბლი, წიფელყ და რცხილა. მათში შერეულია მურყოვანი, ცაცხვი, კოლხური მუხა და ზოგიერთი სხვა. მარადმწვანე ქვეტყე წარმოდგენილია დეკით, წყავით და სხვებით. ისინი კოლხურ ტყეს მკვეთრად გამოკვეთილ სუბტროპიკულ ხასიათს აძლევენ. 1400 მეტრის სიმაღლეზე ტყის სარტყლის შუა საფეხურზე გავრცელებულია წიფლნარი. ძედა საფეხურზე კი გაბატონებულის შერეული ფართოფოთლოვან-წიწვობანი ტყეები. | ||
ოქტომბრის ბოლოსა და ნოემბრის დასაწყისში პარკის ეს ნაწილში განსაკუთრებით თვალწარმტაცია. ეროვნული პარკის სამხრეთ ნაწილში კოლხეთის ფლორის ელემენტები მეტად შეზღუდულია. აქ განვითარებულია ქართული მუხის და ფიჭვის ტყეები. სუბალპურ სარტყელში მოხვედრილი ვიზიტორი (1800-2200მ) იხილავს სუბალპურ ტყეებს და დეკის ქვეტყეს, სუბალპურ მდელოებს, რომლებიც განსაკუთრებით ფერების მრავალსახეობით გამოირჩევა და სუბალპური მაღალბალახეულობას. შემორჩენილია აგრეთვე მთის დეკა, მთის მუხის ტყეები და ნაძვნარი. | ||
ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკი კარგადაა
ცნობილი თავისი კოლხეთისა და კავკასიისათვის
დამახასიათებელი მდიდარი და მრავალფეროვანი
ფაუნით, ეროვნული პარკის ტერიტორიაზე ფართოდაა
წარმოდგენილი როგორც ტყის მცენარეულობა, ასევე
სამხრეთ კავკასიის სუბალპინური მდელოები. პარკში
ლაშქრობისას შეიძლება შეხვდეთ და დააკვირდეთ ჩიტებს,
მაგალითად ენდემურ კავკასიურ შავ როჭოს
(Lyrurus / Tetrao mlocosiewiczi). ეროვნული პარკის
ტერიტორიას გადამფრები ფრინველების გზა კვეთს.
გაზაფხულზე და შემოდგომით შეგიძლიათ იხილოთ
ყვითლად შეფერილი ფუტკრიჭამიას გუნდი ხელუხლებელ
ტყეებში ცხოვრობს მურა დათვი, მგელი, ფოცხვერი,
კავკასიური კეთილშობილი ირემი და არჩვი.
ეროვნული პარკის ეს მრავალფეროვნება მნახველთაგან
გაფრთხილებას მოითხოვს - ყველა მცენარეს და ცხოველს
კანონი იცავს! ეროვნული პარკი კულტურულ
ლანდშაფტებში გადაშენებული ბევრი სახეობისათვის
ერთადერთ თავშესაფარს წარმოადგენს. მკაცრად
იკრძალება ნადირობა და მცენარეების შეგროვება.
გთხოვთ, თქვენი მოქმედებით არ დააფრთხოთ
ცხოველები და არ დააზიანოთ მცენარეები.
ეროვნული პარკის ვეგეტაცია მნახველებს მრავალ სასიამოვნო რე ტყეებში რუსეთის ავიაციის მიერ გამოწვეულმა ხაძარმა ხანძრის კერებში არსებული წიწვოვანი ტყის [ფიჭვნარ-ნაძვნარ-სოჭნარი]მასივები წინასწარი მონაცემებით თითქმის 100%-ით განადგურდა.კლიმატის ცვლილებასთან დაკავშირებით უნდა ითქვას,რომ ადგილი აქვს გლობალური გარემოსათვის მიყენებულ ორმაგ ზარალს: გარემოა.იგი უშუალოდ მონაწილეობს ბუნებრივ პროცესებში და მათ მსვლელობაში.როგორც მოგეხსენებათ,იგი წარმოადგენს ჟანგბადის და ნახშირორჟანგის მნიშვნელოვან წყაროს (სუნთქვა და ფოტოსინთეზი) და მისი განადგურება,ბუნებრივია რიგ ცვლილებებს გარემოში,რაც უარყოფითად აისახება ნებისმიერ ცოცხალ ორგანიზმზე,კლიმატზე,რეკრეაციაზე და სხვა. ტყე ატმოსფეროდან შთანთქავს დიდი რაოდენობით ნახშირორჟანგს და გამოყოფს ჟანგბადს,ხოლო დარჩენილ ნახშირბადს აგროვებს ბიომასის სახით.აღნიშნულმა ხანძარმა არა მარტო ამჟამად არსებულ ბიომრავალფეროვნებას მიაყენა ზიანი და რეგიონალურ კლიმატის ცვლილებას შეუწყო ხელი,არამედ პროვოცირება გაუკეთა მომავალ გლობალურ კლიმატურ ცვლილებებს. ზემოაღნიშნულმა ეკოციდმა ორმაგი ზარალი მიაყენა საქართველოს და მის ტყეებს.ზარალი იმდენად მნიშვნელოვანია,რომ მის აღდგენას ათწლეულები დასჭირდებ,რათა დაუბრუნდეს პირვანდელი ან მსგავსი ეკოსისტემის სახეს. ხანძრის შემდგომ მოსალოდნელი უარყოფიტი მოვლენები ატმოსფერული სითბური გაზების (CO2,CH4) გაფრქვევა, მომწამვლელი ნივთიერებების წარმოშობა და შესაძლო რადიაციული ფონის შეცვლა დღემდე დაუდგენელი ასაფეთქელებელი საშუალებით ტყის ეკოსისტემის წვის შედეგად წარმოიქმნება უამრავი სითბური გაზები (CO2, CH4, C2H4, და სხვა),მომწავლელი ნივთიერებები, რომლის ჭარბი რამოდენობით დაგროვებაატმოსფეროსა და ნიადაგში არასასურველია ცოცხალი ორგანიზმებისათვის. |
1 комментарий:
kai impormaiciebi gakvt magram weris problemebic rom gamoaswotod ubadlo icneba
Отправить комментарий